ჩხოროწყუში 62 წლის მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დააკავეს

გამოქვეყნდა:

სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა. მძიმე დანაშაულში ბრალდებული 35 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა, მოკლული კი 62 წლის კოტე წურწუმია. 

მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსით,  დაპირისპირების დროს ორივე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, სისხლიანი ანგარიშსწორების დროს საცხოვრებელ სახლში მხოლოდ მამა-შვილი იყო.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ წურწუმიამ მამა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება იმავე დანით მიიყენა, რითაც მამა მოკლა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. 

ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ მოკლულის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის კურსს ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა. ლეწურწუმედან მამის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმია ახლა ისევ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ბრალდებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კლინიკაში მედიკოსებისა და ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

სამეგრელოში მომხდარ ტრაგედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. მამის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი