მღვდელმთავარი სასჯელის მოლოდინშია - ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს თეოლოგები მწვავე ბრალდებების გამო უჩივიან. მეუფე იოანემ ალტერნატიული ეპისტოლეს გამო თეოლოგგა ჯგუფი ურწმუნოებასა და ეკლესიის ღალატში დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წერიგში მღვდელმთავრის საეკლესიო სამართლის მიხედვით განსჯა.
სასულიერო პირისთვის უმაღლესი სასჯელის დაკისრებაზე წმინდა სინოდმა უნდა იმსჯელოს. 45-მა მაღვდელმთავარმა თეოლოგების მიმართ გაცხადებული ბრალდებები უნდა შეისწავლონ, თუკი მეუფე იოანე გამრეკელი საკუტარი სიტყვების ნამდვილობას მტკიდებულებებით ვერ გაამყარებს, მაშინ ის მღვდელმთავრობიდან უნდა განიკვეთოს. რას გადაწყვეტს უმაღლესი საეკლესიო ორგანო, უცნობია, საბოლოო სიტყვა იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელი ძალა მოიპოვებს სინოდში ხმების უმრავლესობას - პრორუსული გავლენებით ცნობილი მღვდელმთავართა ჯგუფი, თუ ლიბერალური ფრთა.
მღვდელმთავრის არაკეთილსინდისიერ განცხადებაზე ღიად საუბრობს ჭყონდიდის ყოფილი მღვდელმთავარიც. მეუფე პეტრესთვის უცხო არ არის ქუთაის-გაენათის მოქმედი მიტროპოლიტისგან შეურაცხმყოფელი განცხადებები. ის აცხადებს, რომ სინოდმა რეაგირება უნდა მოახდინოს სასულიერო პირის ქმედებაზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ პატრიარქის კარზე გავლენიანი მღვდელმთავრები ამას არ დაუშვებენ.
მეუფე იოანე არაერთხელ გახვეულა სკანდალში, რომელიც საფრთხეს უქმნის ერებს შორის ურთიერთობას. ამჯერად ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს ისრაელის ელჩი დაუპირისპირდა. იოანე გამრეკელმა ეპარქიის სხვა სახულიერო პირთან ერთად ქადაგებაში ანტისემიტური განცხადება გააკეთა, რითაც ებრაელ ერს შეურაცხყოფა მიაყენა.
მეუფე იოანეს განმარტება არ გაუკეთებია საკუთარ სკანდალურ ქადაგებაზე, საპატრიარქო კი რამდენიმე ფრაზით გამოეხმაურა სინოდის წევრის განცხადებას. პატრიარქის სამდივნო ადასტურებს, რომ ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის ქადაგება ნამდვილად შეიცავდა ანტისემიტურ პოზიციას, თუმცა ამოქმედდება თუ არა მკაცრი სანქცია სასულიერო პირის მიმართ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.