ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობები გულ-მკრედის  არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ცნობილია, რომ დაჭრა ყოფით ნიადაგზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი