ბათუმში, ე.წ. "თავისუფლების კვარტალში" ექიმებმა საჯარო პრეზენტაცია გამართეს თემაზე "COVID-19 და მასთან ბრძოლა".
ექიმმა ლევან ანთაძემ ახალ შტამზე ისაუბრა და სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე თავისუფლების კვარტალში შეკრებილებს დეტალურად აუხსნა, თუ რა არის კორონავირუსი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ხელისუფლების მიერ ეპიდემიის მართვისას დაშვებულ შეცდომებზე, გაზრდილ სიკვდილიანობასა და არამიზნობრივად გახარჯულ თანხაზე.
ავტორი: თეა ვაშალომიძე