პენიტენციური: გეგუთის ციხეში 763 პატიმარს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა პასუხი უარყოფითია

გამოქვეყნდა:

N14 (გეგუთის) ციხეში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა - ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გასული წლის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დაწყებული ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 9 იანვარს PCR ტესტირება ჩაუტარდა N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 763 მსჯავრდებულს და covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით, მოცემულ დაწესებულებში 14 დღის შუალედით სისტემატურად ჩატარდება მსჯავრდებულთა PCR ტესტირება, რათა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურ PCR ტესტირებას და ტესტების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას"

შეგახსენებთ, ამის პარალელურად პატიმართა ოჯახის წევრებისგან ვრცელდება ცნობები, რომ ციხეებში ეპიდაფეთქებაა და ვირუსი ციხის ადმინისტრაციასაც უდასტურდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი