ლაგოდეხში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ტელეფონები და თანხა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს - წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები და თანხა.

შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა; მფლობელმა, ალექსანდრე გელაშვილმა, კი ქურდობის შესახებ დღეს დილით, ობიექტზე მისვლისას შეიტყო.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. დაკავებული ამ დროისათვის არავინაა.

გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი