ქართველების მიმართ სისასტიკით ცნობილი, მთიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი მუსა (იური) შანიბოვი ჯერ კიდევ 2020 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების მიზეზს კი ნალჩიკსა და რუსულ მედიაში არ ახმაურებდნენ და გულდაგულ მალავდნენ.
ხანშიშესული ბოევიკის, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ "ლეონის ორდენით", იგივე აფხაზეთის გმირის წოდებით დაჯილდოებული შანიბოვის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი იყო, რაც შემთხვევით მოხვდა "აფსნიპრესის" ინფორმაციაში იმის თაობაზე, რომ სოხუმიდან ჩასულმა დელეგაციამ მუსა შანიბოვის ოჯახს ფულადი დახმარება გადასცა.
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთში (1992-93წწ) მუსა შანიბოვს პირადად ჰყავს მოკლული 80-ზე მეტი ქართველი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა.
სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა: "დახოცეთ და ნაკუწებად დაჭერით ქართველები, მოაჭერით ცხვირები". ამ ფრაზის შემცველი ვიდეო "იუთუბზეც" იყო ატვირთული, თუმცა, მოგვიანებით, პლატფორმის ადმინისტრაციამ ის წაშალა.
მუსა შანიბოვის მეთაურობით სოხუმთან, სოფელ კამანში 1993 წლის 9-10 ივლისს, მოხალისეთა შეიარაღებულმა ბანდებმა გააუპატიურეს და წამებით დახოცეს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და მონაზვნები.