სექსუალური ძალადობა არასრულწლოვან გერზე-ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში, მამაკაცს ყოფილი ცოლი გერის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. დედა ამბობს, რომ იმ პერიოდისთვის გოგონა არასრულწლოვანი იყო. 

ბრალდებული, 40 წლამდე ასაკის კაცი დაკავებული არ არის. სასამართლომ ის დარბაზიდან, 4 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

დედა ამბობს, რომ გერზე მისი მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა, თუმცა მხოლოდ მაშ შემდეგ გაიგო რაც ოჯახში კონფლიქტი მოხდა. ისივე თმით, სავარაუდო მოძალადე თურქეთის მოქალაქეა და არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებაზე. 

ოთხჯერ ნასამართლევი, მოძალადე თურქეთიდან ისეთი დახასიათება გადმოუგზავნეს, რომ საშიშია და აქაც უშიშროება ეუბნება უარს, იქაც ექსტრადიციას ითხოვს და მაინც გარეთ დადის -ამბობს ქალი. 

უმძიმესი ბრალდების მიუხედავად, შსს-მ გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი