ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება. ესენია "ასტრა ზენეკა" და ჩინური ვაქცინა. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჩინეთს 5 ვაქცინა აქვს და მისი რეიტინგი მაღალია:
ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან, "ასტრა ზენეკასი" და ერთერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები. სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. იმიტომ, რომ მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობდნენ. ასე რომ, ჩინური ვაქცინა, ხელწამოსაკრავი არ იქნება" ამბობს ცერცვაძე "ფორმულასთან"