ეპიდაფეთქება ციხეებში - პატიმრები შიმშილობენ და ამნისტიას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებისგან  მიტოვებული ათასობით პატიმარი დახმარებას საკუთარ ოჯახებს სთხოვს.  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  მსჯავრდებულების  ინფიცირების რიცხვი ყოველდღე იზრდება, სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი  მათ კლინიკაში გადაყვანას ვეღარ აუდიან.

გლდანის მე-8 და ქსნის მე-14-ე დაწესებულების პატიმრები ოჯახის წევრებთან  მძიმე რეალობაზე ყვებიან,  მათ ამაზე საუბარი აკრძალული აქვთ, ისინი კი  ვინც  ჩუმად მოახერხებს ოჯახის წევრს ხმა მიაწვდინოს, ამბობენ რომ საკნებში ინფიცირებული პატიმრები მძიმე მდგომარეობაში არიან და პროცესები უკვე უმართავია.

სწორედ ციხეებში არსებული ეპიდაფეთქება გახდა საპროტესტო აქციების მიზეზი.  შიმშილობენ პატიმრები, მათი ოჯახის წევრები კი  ხელისუფლებას მიცემული პირობის შესრულებისკენ მოუწოდებდნენ. 

თბილისის, რუსთავისა და ქსნის ციხეების შემდეგ პატიმრების ახლობლები და უფლებადამცველები ხელისუფლების უმოქმედობას ქუთაისში აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ქართული ოცნება  არჩევნებში პატიმრების ხმები მიიღო, გამარჯვება გაიფორმა თუმცა დღეს ისინი სასიკვდილო ვირუსთან მარტო დატოვა.

პატიმრების ახლობლები ამბობენ რომ მმართველი გუნდის მიერ გამოცხადებული ამნისტია მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხო, რომლებიც მათი სიმპატიით სარგებლობენ. 

სანამ ქართული ოცნება საკუთარ კაბინეტებში გადაწყვეტს ვის შეიწყალებს და ვის არა, მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნებს და კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის.

ამნისტიის კანონპროექტს ხვალ პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილავენ. სხდომა ხმაურის პროტესტის ფონზე ჩაივლის. საკანონმდებლო ორგანოსთან პატიმრების ოჯახის წევრები დილიდან შეიკრიბებიან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი