საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრიმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება.
"აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ოდესღაც ვირუსმა შეაღწია პენიტენციურ სისტემაში, აღსანიშნავი არის ის, რომ რა რეზულტატი მოგვცა ჩვენ 10 თვით პენიტენციური სისტემის დაცვამ ვირუსისაგან. ამას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგები და გამოხატულება და ეს არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემა - პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის კომპონენტის ჩათვლით - სრულად მომზადებულია, რომ ვმართოთ ინფიცირების ყოველი შემთხვევა. ეს რომ არ ყოფილიყო, შედეგებიც უკვე ძნელად წარმოსადგენია რა გვექნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისათვის ვირუსის კონტროლი სრულად არის მართული", - ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების ოჯახის წევრები ციხეებში ეპიდაფექთებაზე საუბრობენ, პარალელურად პენიტენციური სამსახური და მინისტრი ამტკიცებენ, რომ სიტუაცია მართვადია.