მოლაპარაკებები შეზღუდვებზე - ბიზნესმენები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდებიან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც დღეს პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. 

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების გახანგრძლივება მოულოდნელი აღმოჩნდა

ისინი ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა უფრო გაუარესდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერი შეზღუდული დღეები ვიმუშავეთ დამატებით მკაცრი რეგულაციებით, რამაც ფაქტობრივად ნავაჭრი გაანახევრა, რა თქმა უნდა იანვარი აჯობებდა, რომ ვყოფილიყავით გახსნილები, მიუხედავად პასიური თვისა. თებერვალზეც იგივეს ვიტყვი", - ამბობენ მოლების წარმომადგენლები.

შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ დღეს, 11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

გეგმის მიხედვით კი, რომელი 28 ნოემბერს გამოცხადდა, შეზღუდვების ნაწილი 16 იანვრიდან უნდა მოსხნილიყო, მათ შორის იყო ტრანსპორტის გახსნაც თუმცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დღეს შეცვალა.

 

 

 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი