მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს უხილავი მტრის საწინააღმდეგო პრეპარატი, მმართველი გუნდი ჯერ კიდევ მსჯელობს. გენეტიკოსი გიორგი ჩალაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ჩინური ვაქცინის შემოტანას აპირებს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კოვიდპანდემიის დროს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების ფულით ისევ კორუფციულ გარიგებებში შესვლას აპირებს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიზანი ერთია დაელოდოს როდის გამოიყენებს რამდენიმე მესამე რიგის ქვეყანა ჩინური წარმოების ვაქცინას და შემდეგ ფარული გარიგებებით მოითბოს ხელი.
ის რომ მმართველ გუნდს მორიგი ფინანსური ინტერესს ისიც ადასტურებს, რომ ჩინური ვაქცინა ამერიკულსა და ევროპულზე ორჯერ მეტი ღირს, ხელისუფლება კი არ განმარტავს, რატომ უნდა გადაიხადოს უფრო მეტი უფრო უხარისხო პრეპარატში, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხოლოდ ფაიზერისა და ასტრაზენეკას წარმოებულ ვაქცინებს აღიარებს.
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვაქცინა ქვეყანაში თებერვალში შემოვა, თუმცა ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთი პატარა ლაბორატორიისთვის არსებობს, ჯანდაცვის სისტემას არ აქვს.
ტიკარაძის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ ვაქცინის ყიდვის შემთხვევაში მისი ტრანსპორტირება და გამოყენება მხოლოდ დიდ ქალაქებში იქნება შესაძლებელი.