მთავრობის მოთხოვნით, პირველი თებერვლიდან გახსნის შემთხვევაში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება თავიანთი სახსრებით მოუწევთ.
"ერთ ერთი შემოთავაზებაა, თუ მოთხოვნაა, რომ ჩვენ გავტესტოთ ან ვუზრუნველყოთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ობიექტების თანამშრომლების ტესტირება, მოთხოვნილია, რომ მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიტესტოს, ყველა თანამშრომელი" – ამბობს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი
მოლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო, თანამშრომლების 50%–ის გათავისუფლება მოუწიათ.
ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, კომპანიების უმრავლესობა მხოლოდ თავის გადარჩენას ცდილობს და მათ დამატებითი ხარჯების გაწევა გაუჭირდებათ
"ბიზნესის მომგებიანობაზე საუბარი ზედმეტია, ბიზნესის უმრავლესობა ცდილობს უბრალოდ თავი გადაირჩინოს, ნებისმიერი დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის იქნება ძალიან მძიმე წნეხი" , – ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.