რადგან ნათესავები ვართ, საჩივარი უკან გამოვიტანეთ - გატაცებული არასრულწლოვანის მამა

გამოქვეყნდა:

გარდაბნის სოფელ ნაზარლოში 23 წლის ბიჭმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გოგო გაიტაცა. სოფელში ამბობენ, რომ შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. 2005 წელს დაბადებული გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის პოლიციამ 4 პირი უკვე დააკავა. ადგილორბივები ამბობენ, რომ ოჯახებს შორის შერიგება მოხდა, ფაქტს "მთავარ არხთან" ადასტურებს გატაცებული გოგოს მამაც და ამბობს, რომ ოჯახმა სარჩელი გამოიტანა. 

მამა აცხადებს, რომ არ უნდა ნათესავ ოჯახთან ურთიერთობა დაიძაბოს, თუმცა არ აპირებენ რომ შვილი გამტაცებელს მიათხოვონ.

"ჩემი ქალიშვილი მაშინ წაიყვანეს, როდესაც სახლში არ ვიყავით, მათი ოჯახი ჩვენი ახლო ნათესავია, რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენთან და უარი ვუთხარი, ჩემი ქალიშვილი ჯერ 15 წლისაა, 5 დღეა ეს ამბავი მოხდა, იმ დღესვე ვუჩივლეთ და გოგო დაგვიბრუნეს. რადგან ნათესავები ვართ, საჩივარი უკან გამოვიტანეთ, თუმცა გოგოს მათ არ გავატანთ, მორჩა ეს ამბავი", - ამბობს არასრულწლოვანის მამა, ფერმან ბაბაევი.

ადგილობრვები ამბობენ, რომ ოჯახები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი