Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში-მინისტრისა და მისი მოადგილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ახლა მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანას გეგმავს, რომელიც პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური გზაა.

ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს მომავალში ფაიზერის ვაქცინა შემოვა, თუმცა როგორ - არ განუმარტავს.

ჯერ ისევ უცნობია, რომელი ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს.

იმ ვაქცინის შენახვა, რომელზეც ეკატერინე ტიკარაძე საუბრობს, იმდენად რთულია, რომ მწარმოებელმა კომპანიამ უარი უთხრა საქართველოს ტიპის სახელმწიფოებს მის მიყიდვაზე; 

ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ფაიზერის ვაქცინა მაინც შემოვა.

მინისტრისგან განსხვავებით,  რეალისტი აღმოჩნდა მისი მოადგილე - თამარ გაბუნიამ ჯერ არ იცის, საქართველო რომელ ვაქცინას აირჩევს - ჩინურს, თუ კოვაქს პლატფორმაზე განთავსებულ სხვა პრეპარატს. 

თავის მხრივ, მედიკოსები ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყენაში ვაქცინის შემოტანას აგვიანებს. პარალელურად კი ერთი უწყების განსხვავებული პოზიციები და საიდუმლო მოლაპარაკებები უარყოფითად აისახება მოსახლეობაში ვაქცინაციის სანდოობაზე. 

ჯანდაცვის კომიტეტში დღეს ვაქცინაციის მოსამზადებენ პირობებზე მსჯელობდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი დოზის შენახვის პირობები არსებობს, რეალურად კი ვაქცინაცია რომ ეფექტური იყოს, მოსახლეობის 60-70% უნდა აიცრას.

საქართველოში ვაქცინის შემოტანის დრო ისევ უცნობია, დასახელებული ვადა - თებერვალი, სავარაუდოდ, აპრილამდე გადაიწევს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი