სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველოს, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოს. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.

"მაშინ როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლდო მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც. ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 403 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი