დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო ამ მომენტში მზადაა 200 000 Pfizer-ის ვაქცინის დოზა შეიძინოს. ამ თემაზე მან კითხვებს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.
"200 ათასი ფაიზერის ვაქცინის მიღების შესაძლებლობა ქვეყანას გააჩნია ამ წუთში. კოვაქსის პლატფორმიდან, იქ სადაც, ფულიც გადახდიალია, წინასწარი შენატანი სადაც, ქვეყანა იყიდის. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე მოგვაწვდის პირდაპირ ამ ვაქცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან", - თქვა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინების მიღება.
ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქვთ მოლოდინი, "ფაიზერის" ვაქცინის გარდა მოქალაქეებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება.