დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში პივრლად, კორონავირუსზე გატესტილთა შორის ინფიცირებულთა პროცენტული რაოდენობა 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა, რაც, მისი თქმით, საიმედო მაჩვენებელია.
"დღეს არის 1 600-ზე მეტი შემთხვევა, გუშინ იყო 1 800. აქედან გამომდინარე სანამ ჩვენ, მაგრამ ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად, აი ამ ბოლო თვეების მანძილზე 8%-ზე ჩამოვიდა, ანუ 19 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან, რაც იყო დადებითი ეს არის დაახლოებით 8%. ეს პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით 10%-ზე დაბლა გატესტილებიდან, ეს არის საიმედო მაჩვენებელი. მაგრამ 1 600 როდესაც არის ავადობა და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 100, 200-დან ავედით 5 ათასამდე", - თქვა პაატა იმნაძემ.
მისივე განცხადებით, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ პირველი თებერვლიდან, როცა ბიზნესი გაიხსენბა, ეს არ მოგვიტან იმას, რომ ისევ დღიურად 5 000-იან მაჩვენებელს დავუბრუნდეთ.