ჯამურად 500 საწოლი შევამცირეთ, ვინაიდან ამის საჭიროება არ იყო - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯამურად კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად საქართველოში 500 საწოლი შეამცირეს, რადგან ამის საჭიროება უკვე აღარ იდგა. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჯამურად 500 საწოლი საქართველოში უკვე შევამცირეთ და აჭარაშიც ასევე უკვე შევამცირეთ საწოლფონდი, ვინაიდან ამის საჭიროება არ გახლდათ და ეს მოხდა პირველი იანვრიდან. ჩვენ მივყვებით იმ გავრცელების კოეფიციენტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გვაქვს და სწორედ იმ ფერებს, რომლებსაც თქვენ ასახელებთ: მწვანე, ყვითელი და წითელი, და ამის მიხედვით გეგმაზომიერად ვამცირებთ საწოლფონდს საჭიროების შესაბამისად", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 816 მძიმე პაციენტია, მათ შორის 242 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 403 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი