ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაძაბულობაა. ბოლო რამდენიმე საათია, მოსახლეობა ორად გაიყო და სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან. ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის წინ არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ პარასკევს ტრადიციული ლოცვა აუცილებლად ჩატარდება.
კონფლიქტი კი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან. ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ სოფელში მეჩეთის აშენება არ სურთ, რადგან "ლანჩხუთის სამ სოფელში მათ(მუსლიმებს) აქვთ სალოცავები" .
ბუკნარში მუსლიმები მეჩეთის აშენებას 2007 წლიდან ითხოვენ.
შეგახსენებთ, ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.
დაპირისპირების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ამ ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით შსს-მ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე