უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, საქართველოში არის რბილი ლოქდაუნი - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემიის მესამე ტალღას მხოლოდ ასე ავიცილებთ თავიდან.

ცერცვაძე თვლის, რომ ქვეყანაში, სადაც არ მოძრაობს ტრანსპორტი, დახურულია თითქმის ყველა სავაჭრო სივრცე და ადამიანებს შეზღუდული გაქვთ გადაადგილება, "რბილი ლოქდაუნია".

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე. ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ...

საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ.... აშშ-სა და ინგლისში ისეთი ლოქდაუნებია, ჩვენ არც დაგვესიზმრება. ინგლისში ადამიანების საბუთის გარეშე ბინიდან გასვლის უფლება არა აქვთ. რომ ამბობთ, ჩვენთან სასწრაფო და კლინიკაში ადგილი არ იყოო, აშშ-სა და ინგლისში სასწრაფოები კილომეტრიან რიგებში დგანან“ - ამბობს ცერცვაძე.

ე.წ. მესამე ტალღას ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფერო, თებერვლიდან ელოდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი