დღევანდელი, 13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 867 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 748 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 66 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.