უნდა გაიხსნას ეკონომიკა, ტრანსპორტი... - ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებები რეგულაციებზე 

გამოქვეყნდა:

გეგმავს თუ არა ხელისუფლება ახალი ეპიდ შემოტევის დაწყებამდე რეგულაციების გამკაცრებას- ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზმა გააჩინა.

ქვეყნის პირველი ინფექციონისტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის მართვა უფრო მკაცრი რეგულაციების პირობებში უნდა მოხდეს, რადგან ვირუსმა უარესი შედეგი არ მოიტანოს.
თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, ინფექციონისტების ამ პროგნოზებს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების ინტერესების დაცვასთან, რადგან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ქვეყანაში შექმინილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსახლეობისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება უფრო დიდი მავნებლობა იქნება ვიდრე კორონავირუსია. 

"ასე გამკაცრებით უსაშველოდ შეიძლება საუკუნეები ვიყოთ ჩაკეტილი ამათი მოუმზადებლობის გამო, ამიტომ ეს განცხადება არ არის ადეკვატური განცხადება და ჯერ ეს ერთი, რა უნდა გამკაცრდეს? უფრო გამკაცრება ნიშნავს, რომ საერთოდ სახლებიდან აღარ გავიდეთ....და მერე ბატონი ცერცვაძე რას ფიქრობს? დამშეულ მოსახლეობას თვითონ გაუდაუხდის ხელფასს, ან თვითონ აჭმევს საჭმელს? ან გაკოტრებულ კლინიკებს დააფინანსებს? ეს არის მავნებლული განცხადება", - ამბობს  სერგო ჩიხლაძე 
 

"უნდა გაიხსნას ეკონომიკა და ბიზნესმა საკმაოდ კარგად დაამტკიცა, დაასაბუთა, რომ შეუძლია მართოს ნაკადები, შეუძია მართოს რაოდენობა ადამიანების: სავაჭრო ცენტრებში და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ტრანსპორტიც უნდა გავხსნათ, თუ ამ განცხადებებს აკეთებენ იმიტო, რომ პირველ თებერვალსაც არ გავხსნათ ეკონომიკა, ეს უკვე რეალურად დანაშაულია ", - ამბობს ვატო სურგულაძე 

ე.წ. მესამე ტალღას ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფერო, თებერვლიდან ელოდება. 

შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ  11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. გეგმის მიხედვით კი, რომელი 28 ნოემბერს გამოცხადდა, შეზღუდვების ნაწილი 16 იანვრიდან უნდა მოსხნილიყო, მათ შორის იყო ტრანსპორტის გახსნაც, თუმცა, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი