გუშინ, 13 იანვარს, თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე ერთერთ ღამის კლუბს შრომის ინსპექციამ საქმიანობა შეუჩერა.
"შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილ იქნა ფიზიკური პირის მხრიდან აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. კერძოდ, მოქალაქე, ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში, ორგანიზებას უწევდა ასამდე სტუმრისთვის დაგეგმილ დახურულ სოციალურ ღონისძიებას...", - ნათქვამია განცხადებაში.
აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს.