შაქარაშვილის საქმის განხილვა - იკითხება "ოქროს მოწმე", რომელმაც ხუთჯერ შეცვალა ჩვენება

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი, რომლის განხილვა სამ ეპიზოდად მიმდინარეობს, დღეს განახლდა და პროკურატურის "ოქროს მოწმის" იაკობ ბრეგვაძისა და ექსპერტის დაკითხვა გაიმართა. პროცესი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვით განახლდა.
ფოტოგრაფის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ ბრეგვაძის მიერ ჩვენების არაერთგზის შეცვლის მიუხედავად, სასამართლო მის ჩვენებას უნდა დაეყრდნოს, დაცვის მხარის თქმით კი, მან არაერთხელ შეცვალა ჩვენება და სანდო არ არის. ამავე დროს, ისინი საეჭვოდ მიიჩნევენ პროკურატურაში ოქროს მოწმის გვიანდელ ნაწილს და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იქ დაბარებული მოწმე, შესაძლოა, "დაამუშავეს". თავად მოწმე და მისი ადვოკატი კი ამბობენ, რომ ბრგევაძეს ჩვენება არ შეუცვლია, ხოლო მისი ადვიკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში ე.წ. ფლეშბექის წამოსაღებად მივიდა, მაგრამ არ გაატანეს, რადგან საქმის მასალებს ერთვის თან. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი