ახალქალაქში დეპუტატებს შორის მომხდარი შეიარაღებული გარჩევის ამსახველი პირველი კადრები სოციალურ მედიაში ვრცელდება.
დაპირისპირებას ქალაქის ცენტრში, რომელიც ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, უამრავი გამვლელი და მათ შორის, პოლიციაც ადევნებდა თვალს.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ ესვრის დამიზნებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი, ენზელ მკოიანი ოპონენტ სამუელ პერტოსიანს.
მკოიანი პეტროსიანს კაფიდან გამოსვლის შემდეგ ისვრის. პეტროსიანი კი საპასუხო გასროლას ჰაერში ახორციელებს.
კადრები გამოძიების მასალებში დევს, თუმცა საბრალდებო სკამზე მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საკრებულოს წვერი აღმოჩნდა.
„ოცნების“ საყრდენი ახალქალაქში მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს. რაც კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლება მზად არის მძიმე კანონდარღვევაზეც დახუჭოს თვალი.
დაპირისპირება კი მკოიანსა და პეტროსიანს შორის ახალქალაქში სამი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით პოლიტიკური ოპონენტის კუთვნილი კაფე ბარის მიმარუთლებით 5 ტყვია მკოიანმა ისროლა, თუმცა ის არავის დაუკავებია.
ამ ინციდენტის შემდეგ სამველ პეტროსიანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ლიდერია, პოლიციამ დააკავა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს სამველ პეტროსიანთან, მანაც გაისროლა. მკოიანი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი მხრიდან გასროლა თავდაცვის მიზნით მოხდა.