აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch -ის ანგარიშს ეხმაურება, სადაც მედიის პრობლემების ნაწილში, აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზეა საუბარი:
როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სანდოობით სარგებლობს, სამწუხაროდ, დაეყრდნო მხოლოდ ცალმხრივ, ანგაჟირებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რასაც, სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს - ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში, სადაც თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებია ახსნილი.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტოვებს იმედს, რომ მსგავსი უზუსტობები, ზედაპირული დამოკიდებულება და სრულიად უსამართლო შეფასებები, სამომავლოდ აღარ განმეორდება.
შეგახსენებთ, Human Rights Watch -ის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია- შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები - ვკითხულობთ ანარიშში.
ამის მაგალითებად კი ორგანიზაციას 2020 წლის ანგარიშში "მთავარი არხის" რეპორტაჟის შემდეგ, სუს-ის დაწყებული გამოძიება და აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენებია მოყვანილი