ეს იყო მცდელობა გაეკონტროლებინა სუს-ს​ ჟურნალისტური საქმიანობა და ეს დაადასტურა HRW-მაც - საძაგლიშვილი 

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტური საქმიანობის გაკონტროლება დემოკრატიისთვის მიუღებელია - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" იურისტი  Human Rights Watch-ის ანგარიშს, სადაც საქართველოში, მედიის თავისუფლებაზეა საუბარი

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო მცდელობა შინაარსობრივად გაეკონტროლებინა უსაფრთხოების სამსახურს მაუწყებლის ჟურნალისტური საქმიანობა, რაც ბუნებრივია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია და ეს დადასტურდა უკვე ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში მოხვედრით, როგორიც არის Human Rights Watch - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები - ნათქვამია გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ. მაგალითებად კი ორგანიზაციას"მთავარი არხის" რეპორტაჟის შემდეგ, სუს-ის დაწყებული გამოძიება და აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოჰყავს.

გამოძიება კი სუს-მა "მთავარი არხის" რეპორტაჟის შემდეგ, გასული წლის ზაფხულში დაიწყო. საქმე ეხება სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად ზრდაზე.

რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ ლილუაშვილის უწყებამ გამოკითხვაზე რესპოდენტებიც კი დაიბარა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Human Rights Watch -ის ანგარიში:





 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი