პირად სივრცეში უკანონო შეღწევა - სამოქალაქო აქტივისტი შსს-ს ამხელს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი, თელავში, არჩენების გაყალბების გამო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე რამაზ აივაზაშვილი შსს-ს მის პირად სივრცეში უკანონო შეღწევაში ამხელს და "მთავართან" ამბობს, რომ შსს-ზე რიცხული IP მისამართიდან "ფეისბუქის" მის გვერდზე უკანონო შეღწევა მოხდა, რისი დადასტურებაც შეუძლია ფბ-დან გამოგზავნილი წერილითა და იმ მოპნაცემებით, რაც მის ხელთ არსებული, პირად სივრცეში ჩარევის პრევენციისთვის გამოყენებული აპლიკაციების მეშვეობით მოიპოვა. 

აივაზაშვილმა "მთავარს" გამოუგზავნა სწორედ ამ აპლიკაციების მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია და გაფრთხილების ტექსტი "ფეისბუქის" ადმინისტრაციისგან". 

სამოქალაქო აქტივისტის მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ აი პი მისამართი, რომლითაც მის პირად სივრცეში უკანონო შეღწევა მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი აი პია. აპლიკაციის ინფორმაციაში კონკრეტული პიროვნების სახელი და გვარიც იკითხება, თუმცა, უცნობია, არის თუ არა ეს პირი შსს-ს თანამშრომელი - უწყებაში კომენტარი ბრალდებაზე ჯერ არ გაკეთებულა. 

 

 

 

 

 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი