ტყუილში მხილებული ხელისუფლება - Pfizer-ის ვაქცინაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება რიტორიკას რადიკალურად ცვლის. მმართველი გუნდი მტკიცებით ფორმაში აღარ ამბობს, რომ ქვეყანა ჯანმოს მიერ აღიარებულ ვაქცინებს თებერვლის ბოლოს მიიღებს. 

ამ განცხადების გაკეთება თამარ გაბუნიას მას შემდეგ მოუწია, რაც მმართველი გუნდი გენეტიკის ეროვნულმა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ამხილა. 

გიორგი ჩალაძემ "მთავარ არხს" გადასცა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა რომ ხელისუფლებას ვაქცინის მიღებაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია და კოვაქსში, სადაც ბიუჯეტის ფული გადაირიცხა, ფაიზერის ვაქცინა საერთოდ არ არის. 

მმართველი გუნდის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე პირებისთვის ერთის დასტურია, შეთანხმებული პოზიცია არც მმართველ გუნდში აქვთ და რაც მთავარია, არ აქვთ სამოქმედო გეგმა. ხელისუფლებას კი საკუთარი უსუსურობის დამალვა უნდა და სწორედ ამიტომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს საუკეთესო პრეპარატის მისაღებად მუშაობს. 

ხელისუფლებას ტყუილში ამხელს ჟენევაში მცხოვრები ქართველი ექიმი. გიორგი ფხაკაძის თქმით, ახლა ყველაფერს პოლიტიკა და ბიზნესი წყვეტს, საქართველოს ხელისუფლებას კი არ აქვს უნარი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით მიიღოს პრეპარატი, რომელსაც ქვეყანა ელის და მხოლოდ კოვაქსის გადაწყვეტილების იმედადაა. 

კოვაქსის გადაწყვეტილებასთან ერთად კიდევ ერთი იმედია - პირველი რიგის ქვეყნების კეთილი ნება. საქართველომ შესაძლოა ვაქცინა მიიღოს, თუ ის ქვეყნები, რომლებმაც დიდი ოდენობით და ჭარბი რაოდენობით პრეპარატი შეიძინეს უკან დააბრუნებენ და ეს სხვა პატარა და მესამე რიგის ქვეყნებზე გადანაწილდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი