მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩავიდნენ.
13 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი, კვლევებს სწორედ, იმ ქალაქში ჩაატარებს, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ არის თუ არა კორონავირუსი ცხოველური წარმოშობის.
ჩინეთში ჩაფრენამდე ყველა მათგანი კორონავირუსზე დაიტესტა. ორი მეცნიერი, რომელთა ტესტის პასუხი დადებითი იყო, ხელმეორე ტესტამდე, სინგაპურში დარჩება.
"ექსპერტები, თავიანთ საქმიანობას ორ კვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუყონებლივ შეუდგებიან" – წერენ WHO–ს ტვიტერზე
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჯგუფის გასაგზავნად, ჩინეთთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდა.
დღეს, ჩინეთში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ბოლო რვა თვის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ 1 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.