დღევანდელი, 14 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 893 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 837 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 93 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 66 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი.