კომენდანტის საათის დროს რუსთავში სუპერმარკეტის გაქურდვა სცადეს, თუმცა სალაროს გახსნა ვერ მოახერხეს და ადგილიდან მიიმალენ. შემთხვევისას ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომელსაც მძარცვლებეი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"დაცვა მოვიდა მერე კი, მაგრამ იმათ გაასწრეს... არა თანხა არ არის წაღებული, სალარო ვერ გახსნეს", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრადო დახმარების, კრიმინალური და საპატრული პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.