სამტრედიაში ახალგზარდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. დაშავებული ქუთაისში საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. რთული ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა სამტრედიაში ორი დღის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.