რა დაზიანებები ჰქონდა შაქარაშვილს სხეულზე –დღეს სასამართლოში ექსპერტები დაიკითხებიან

გამოქვეყნდა:

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, სამი ექსპერტი დაიკითხება, მათ სასამართლოს უნდა აუხსნან რა დაზიანებები ჰქონდა შაქარაშვილს სხეულზე.

ადვოკატები ამბობენ, რომ ექსპერტები, რომლებიც აღწერენ შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებებს, ვერ იტყვიან ვინ მიაყენა მას ჭრილობები.

"ექსპერტებმა დააფიქსირეს გარემოება, თუ რა დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, თუმცა მათ ვერ ექნებათ მტკიცებულება იმის, ვინ მიაყენა დაზიანებები და რა მდგომარეობაში მოხდა ამ დაზიანებების მიღება. მტკიცებულებები ამისა არ არსებობს" – ამბობს ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, სულ 16 პირია დასაკითხი, ორი მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი, ჯერ არ დაუკითხავთ.

უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა - პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი