ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდებოდა, შეხვედრა წარმატებით დასრულდა და შეთანხმებაც შედგა. რამდენიმე კვირის წინ ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი დასრულებულია.
მუსლიმი მრევლის მოთხოვნა, მიეცეთ ლოცვის უფლება, შესრულებულია. ერთობლივ შეხვედრაზე ქრისტიანი მრევლის წარმომადგენლებმა გაიმეორეს, რომ მათ ლოცვას არავინ უკრძალავს და მხოლოდ სოფელში მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა, მუსლიმი თემის განცხადებით, ისინი არც მეჩეთის, არც მინარეთის აშენებას არ ითხოვდნენ.
შეხვედრას გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძე, სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე და მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ასევე "ქაღთული ოცნების" წარმომადგენელი ნინო წილოსანი ესწრებოდნენ.
აქვე გეტყვით, რომ კონფლიქტი ბუკნარში ადგილობრივი მოსახლეობის ორ, სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარ ნაწილს შორის დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო, თუმცა, საშიში ფორმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, როცა ქრისტიან და მუსლიმ მორწმუნეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მუსლიმი მრევლის ორი წარმომადგენელი კლინიკაში მოხვდა, რის შემდეგაც ბუკნარში თავი მოიყარეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა მუსლიმებმა. მათ პოლიციის კორდონიც გაარღვიეს და ბუკნარის ცენტრისკენ გადაინაცვლეს, სადაც აჭარის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსსა და გურიის მაჟორიტარს, ასევე გუბერნატორს შეხვდნენ. 15 იანვარს შეხდერები და მოლაპარაკება შერიგებუით დასრულდა.
ნინო წილოსანის ფოტო