არასამთავროები მთავრობასა და საკოორდინაციო საბჭოს 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის თხოვნით მიმართავენ. ორგანიზაციების აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენის დისკრიმინაციაა და არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უფრო ამწვავებს.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას. სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
პეტიციას 7 ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის “თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით”, “ურბანული ლაბორატორია“, მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე პოლუსი”.