
სასტუმროების დამფუძნებლები და რესტორნების მფლობელები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. სფეროს წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ არ იციან, პირველი თებერვლიდან გაიხსნებიან თუ არა და არც სამომავლო გეგმის შესახებ ფლობენ ინფორმაციას. დაწესებული შეზღუდვების თითოეული დღე კი მათი ბიზნესისთვის დამღუპველია.
"ვერ გვეუბნებიან პასუხს იმასთან დაკავშირებით, თებერვლიდან გაიხსნება თუ არ გაიხსნება, მაგრამ ჩვენთვის თებერვალში გახსნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან თებერვალშიც თუ არ გაიხსნება, მაგალითად მე ვერაფერს გავაკეთებ და დაკარგავ რაღაც ფართებს.... ისედაც ძაან ბევრი დავკარგეთ და ფაქტიურად გაკოტრებულები ვართ, კიდევ ახლა რომ დავკარგოთ ის ფართები, რომელშიც ძალიან დიდი ინვესტიციებია ჩადებული უკვე ძალიან მძიმეა", - ამბობს რესტორატორი ქეთი ბაქრაძე
"მოლოდინი გვქონდა, რომ თებერვალში გაიხსნება მანამდე სხვა მოლოდინი გვქონდა, იწელება და იწელება. ეჭვი მაქვს, რომ 2022 წლამდე ვერ გავიხსნებით და უბრალოდ გვინდა პასუხი მთავრობისგან - თუ არ ვიხსნებით ბიზნესი, მაშინ სხვა სტრატეგიას აირჩევს სარესტორნე ბიზნესი", - თქვა, რესტორატორმა გიორგი ოსიავამ
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე. ფაქტობრივი "ლოქდაუნი" კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს