"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "ოცნებასთან" დაახლოებულმა შპს "გრინსერვის +"-მა 2020 წელს 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 12,040,521 ლარი მიიღო.
"გრინსერვისი +-ს 2013 წლიდან დღემდე 222 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 42%-ში გაიმარჯვა და მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 41,256,287 ლარი შეადგინა. გარდა ამისა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 42 გამარტივებულ შესყიდვაში და ასე გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 582,409 ლარი შეადგინ", - ნათქვამია განცხადებაში
"ფლანგვის დეტექტორი" იხსენებს კომპანიის ხელმძღვანელების სამართლებრივ დევნასაც, როდესაც 2013 წელს ისინი, კორუციული ბრალდებებით დააკავეს.
"გრინსერვისი +" -ს 2013 წლიდან დღემდე ტენდერების გზით დაახლოებით 41,256,287 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვებით - 582,409 ლარი.