სამი ადამიანი დაჭრეს გვიან ღამით გურჯაანში. სოფელ ზეგაანში თანასოფლელებს შორის დაპირისპირება
კომენდანტის საათის დროს მოხდა. დაზარალებულებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, სამივე მათგანი ამ დროისთვის გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალშია" მოთავსებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, სხვადასხვა სოფლიდან შეკრებილი რამდენიმე კაცი ერთ ერთ ფერმაში დაბადების დღეს აღნიშნავდა. მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ყოფით ნიადგაზე დაიწყო. 50-წლამდე კაცმა ცივი იარაღით მუცლისა და გულის არეში ჭრილობები 3 კაცს მიაყენა.
ექიმების თქმით, დაშავებულების მდგოამრეოაბ სატბილურად მძიმეა, მათგან ერთი სახლში უკვე გაწერეს.
"შემოიყვანეს სამი პაციენტი, სამივეს აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილუია", - ამბობს ექიმი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარში ბრალდებული გუშინვე დააკავა. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ია გულიაშვილი.