ფასადური მოლაპარაკებები და მზაობა - ექსპერტების შეფასებები დაგვიანებულ ვაქცინაციაზე
გამოქვეყნდა:
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამინისტროს მიერ შედგენილი ბუნდოვანი გეგმის გამო, შეიძლება მეტად დაგვიანდეს ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყება.
"სამწუხაროდ, ამდენი დრო არ გვაქვს, რომ დღეების განმავლობაში ვწყვეტდეთ საკითხებს. ქვეყანა დგას მე-3 ტალღის საფრთხის წინაშე. ჩვენთან დღეს განიხილავენ, რა წერილი მივწეროთ კოვაქს პლატფორმას - ეს, რა თქმა უნდა, დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირებაა", - ამბობს ლევან ანთაძე.
"ფასადური მოლაპარაკებები და მზაობა იყო აქამდე. სინამდვილეში, ჩვენ დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო აქტორებსა და პარტნიორებზე, როდის რას გამოიმეტებენ ჩვენთვის, როცა მთავრობამ მილიარდები შეჭამა", - ამბობს გიორგი ჩალაძე.
"8 პუნქტი ძალიან დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველაზე. უნდა ვიცოდეთ დეტალები ვაქცინის შენახვაზე, მიწოდებაზე, გაკეთებასა და ე.წ.რეპორტინგზე", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.