შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა - დამაშნაშავე უკვე დაკავებულია

გამოქვეყნდა:

შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა სამართალდამცავებმა მასთან მოლაპარაკება მოახერხეს და მან მძევლები უკვე გაათავისუფლა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ შეიარაღებულმა პირმა შსს-ს განცხადებით მიმართა, რომელშიც მასზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა. 

"იგი იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები. მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში... გამოძიება დაწყებულია მისი განცხადების საფუძველზე... ემუქრებოდნენ თუ არა, ესეც გამოძიების საგანია", - ამბობს ვლადიმერ ბორცვაძე. 

სამართალდამცვლებეი კასპში სპეცოპერაციას დილიდან ატარებენ, ამ დროისთვის თავისუფალია ყველა მძევალი, ხოლო შეიარაღებული პირი დაკავებულია. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი