კოვიდგადატანილი ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტი დეფიციტშია - წამლის დღიური დოზა ათასობით ლარია

გამოქვეყნდა:

მულტისისტემური ანთების სინდრომი - ამ რთულად გასაგები დაავადების უკან COVID-19 დგას. ეს დაავადება სულ ახლახანს აღმოაჩინეს და ემართებათ ბავშვებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. ახალი სინდრომით საქართველოში უკვე ათობით არასრულწლოვანი მკურნალობს, მათგან რამდენიმე მძიმეა. მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში სტეროიდებით -(ანუ) ანათების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მიმდინარეობს, თუმცა, მძიმე პაციენტებს მულტისისტემური იმუნოგლობულინი სჭირდებათ, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და საქართველოში დეფიციტურია.

ექიმები მშობლებს რეკომენდაციებს აძლევენ, რომლის თანახმადაც თუ ბავშვს ისევ ექნება მაღალი სიცხე, პირღებინება, გამონაყარი, სახის შესიება აუცილებლად უნდა მიაკითხონ კლინიკას. ამ დროისათვის ყველაზე  მეტი პაციენტი იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობს. მათგან ყველაზე მძიმე პაციენტს იმუნოგლობულინი დასჭირდა, ბავშვის სიმძიმისა და მედიკამენტის სიძვირის გამო საავადმყოფომ პაციენტს
მედიკამენტი უფასოდ გაუკეთა. თუმცა, კლინიკაში ღიად ამბობენ, რომ ერთ თვეში, მაშინ, როცა შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ძვირადღირებული მედიკამენტით უფასოდ მკურნალობას ვეღარ შეძლებენ. 

იაშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ იანვრის ბოლოს ახალი სინდრომის გამოვლენის შემთხვევების ზრდას ელოდებიან, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მისი მართვის გეგმა უნდა შეიმუშავოს. გარდა ამისა, ექიმები ითხოვენ, ხელისუფლებამ ქვეყანაში პრეპარატის დეფიციტის პრობლემა მოაგვაროს.

იმუნოგლობულინის ყიდვა მოქალაქეებს აფთიაქებში უწევთ, ჩვენ დავინტერესდით რამდენად  ხელმისაწვდომია ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელებში, მულტისისტემური იმუნოგლობულინი, აღმოჩნდა რომ მედიკამენტი არცერთ აფთიაქში მარაგში არ აქვთ. როგორც ფარმაცეფტები ამბობენ, იმუნოგლობულინი დიდი ხანია დეფიციტშია.

პრეპარატის არ არსებობსთან ერთად პრობლემურია ისიც, რომ ის ძალიან ძვირი ღირს - ერთი ფლაკონი ერთერთი სააფთიაქო ქსელში 598,90 თეთრი ღირს - ფასი არც სხვაგანაა განსხვავებული. მაგალითად თუ ბავშვი 20 კილოგრამს იწონის მას 16 ფლაკონი სჭირდება, რაც დაახლოებით 10 000 ლარი ღირს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი