მარნეულში სომხურნომრიანი სატვირთო ჩახცრილეს - დეტალები "მთავარმა" გაარკვია

გამოქვეყნდა:

კაცს, რომელიც სომხური ნომრებით სატვირთო ავტომობილის დაცხრილვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის, საკუთარი ვინაობის გამჟღავნების ეშინია და ინტერვიუზე მხოლოდ ანონიმურად გვთანხმდება. მისი
ინფორმაციით, 10 იანვარს, დაუდგენელმა პირებმა მარნეულის ცენტრში სომხურნომრიან სატვირთოს ცეცხლი გაუხსნეს. ჩვენი რესპოდენტი თავადაც მძღოლია, შესაძლო დანაშაულის შესახებ კოლეგებისგან, სოციალური ქსელის საერთო ჯგუფით შეიტყო. 

შესაძლო დანაშაულის ადგილზე პოლიციამ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ კომერციული ობიექტის თანამშრომლებიც გამოკითხა. სატვირთოების დაცხრილვის ფაქტზე სამართალდამცავებმა სუპერმარკეტის გამყიდველსაც დაუსვეს კითვები და ობიექტის კუთვნილი კამერების ჩანაწრებიც ამოიღეს.

პოლიციამ ფაქტი დამალა. მსგავსს შემთხვევას ადგილი არ ქონია - გვითხრა ქვემო ქართლის პოლიციის პრესსამსახურმა. 

ადგილობრივები კი, გვიყვებიან, რომ სომხურნომრებიან მანქანაებს მარნეულში გადაადგილების დროს პრობლემები ექმენებათ და 10 იანვრის შემთვევა ერთადერთი  არ არის. ამბობენ, რომ ავტომობილებზე თავდასხმის შემთხვევბი მთიანი ყარაბაღის ომის შემედეგ გახშირდა. 

ბოლო ერთი კვირაა მარნეულში დაცხრილული სატვირთო ავტომობილების ფოტოები ინტერნეტ-სივრცეშიც ვრცელდება. სომხეთის მოქალაქეები წერენ, რომ სომხური ნომრებით სატვირთო ავტომობილებს ადგილობრივიები გადაადგილებას უკრძალავენ და მოუწოდებენ საქართველოში ახალქალაქიდან შემოვიდნენ. 

ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა რეგიონში კონფლიქტის ახალი კერა წარმოიშავს და ვითარება უფრო გამწვავდეს. შესაძლოა ეს იყოს მესამე ძალის პროვვოკაციას და ამიტომ ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება გადამწყვეტია. 

ვისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი დაპირისპირების წარმოქმნა ეთნიკური უმცირესობებეით დასახლებულ რეგიონში და შესაძლოა თუ არა სატვირთოს დაცხრილვის ფაქტები იყოს ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან პროვოკაციის მცდელობა? - ამ კითხვებზე სახელმწიფო უწყებებს პასუხი არ აქვთ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი