ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ბინაში ხანძარი გაჩნდა, ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლში მყოფი 42 წლის, ვალერი ვ. დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ხანძრის გაჩენის ერთერთი ვერსიაა - ელექტრო გამათბობელი, რომელიც კაცს ჩართული ჰქონდა და სავარაუდოდ ცეცხლი სავარძელს იქიდან გადაედო. მეორე ვერსია სიგარეტია. 

მეზობლებმა სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება შეამჩნიეს, გარდაცვლილს კარები შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი. ადგილობრივებმა სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.  

საცხოვრებელი სახლი მთლიანად დამწვარია. 

როგორც "მთავარს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი