გოგოს ელაპარაკებოდა, შენ ხომ იცი მიყვარხარო... მიზეზი ეჭვიანობაა - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

ზუსტი მიზეზი უცნობია, რატომ მოკლეს 42 ვალერი ვარდანია ზუგდიდში, თუმცა მეზობლები დაპირისპირებას ეჭვიანობას უკავშირებენ. 

აქვე გეტყვით, რომ დამნაშავე 22 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც კვალის დაფარვის მიზნით მკვლელობის შემდეგ ბინა გადაწვა.

  • "ერთადერთი რაც ვიცი, ჭრილობა დანითაა მიყენებული გულ-მკერდისა და კისრის არეში. როგორც იძახიან, კარი რომ გააღეს, იქ იწვა საცოდავი".
  • "მოკლულია, ამას არ გაუვა წყალი... გოგოს ელაპარაკებოდა, შენ ხომ იცი მიყვარხარო. ვიღაცას ემუქრებოდა, ნახავ ამ საღამოს რაც მოუვაო და თვითონ რა მოუვიდა. მიზეზი გოგო და ეჭვიანობაა", - ამბობენ მეზობლები.

მკვლელობაზე შსს-მ განცხადებაც გაავრცელა: 

"განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული რ.პ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით"

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი