ამ დრომდე არ არის დაკავებული სავარაუდო ბრალდებული, რომელმაც 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მოხდა. 

მოკლული ცოტა ხნის წინ გადაასვენეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში. 

"მთავარ არხთან" გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მის შვილს სავარაუდო ბრალდებული ედავებოდა, რატომ მიუსამძირა მამამის სიკვდილი.

"მამა მოუკვდა, სამძიმრად რატომ არ მოხვედიო....ჩვენს მეზობლად ცხოვრობენ...სოფელში იკითხეთ, როგორი იყო ჩემი ბიჭი, ყველას ეფერებოდა", - ამბობს იბრაჰიმ ქავთარაშვილს დედა 

ოჯახის წევრების თქმით, გაურგაშვილების გვარის წარმომადგენელმა ქავთარაშვილი სოფელ დუისში ე.წ. ხეხილის ტერიტორიაზე დაიბარა, სადაც ცივი იარაღით 16-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

სოფელში კი, ამბობენ, რომ ხშირად მსგავსი ტიპის კონფლიქტების და მკვლელობების მთავარი მიზეზი ხეობაში, ნარკოტიკის უკონტროლო შესვლაა, რაზეც სახელმწიფოს რეაგირება არ აქვს.

შეგახსენებთ, მკვლელობა პანკისში  დღეს, 17 იანვარს მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი