ინციდენტი ჩაქვში - "ოცნების" შტაბის წევრები მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციამ გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

ჩაქვში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის ძმა და შტაბის წევრები ორგანიზაციის "ჩვენ გავათენებთ" წევრებს დაუპირისპირდნენ. "ოცნების" მხარდამჭერების აგრესიის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია და ფლაერების დარიგება გახდა. 

"მას შემდეგ, რაც გურამ კონცელიძემ, რომელიც არის "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი, გაიგო, რომ ამ ყველაფერს ვაწარმოებდით, ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაგვახვედრა 5-6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, ერთერთი იყო მისი ძმა, თემურ კონცელიძე, რომელიც აქტიურად გამოირჩეოდა, მოგვაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა", - ამბობს ერთერტ აქტივისტი  

ამ წუთებში კი, ორგანიზაციის "ჩვენ გავათენებთ" წევრები ჩაქვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დაკითხა "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი და მისი ძმა. გურამ კონცელიძე "მთავარის" შეკითხვებმა გააღიზიანა. ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდა პოლიციაში, ასე პასუხობს - "ვინ გეკითხება შენ.. ტყულა მოვედი და ვიცდი".

ინციდენტი ჩაქვის ცენტრში ორი საათის წინ მხოდა. 

შსს-მ მომხარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, ძალადობას. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი