ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - მძიმედ დაშავდა 2 პოლიციელი

გამოქვეყნდა:

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმავალი "ლექსუსის" მარკის ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა - მძიმედ დაშავდა ორი პოლიციელი.

სამართალდამცველები გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ავარიის ადგილიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულია "ლექსუსის" მძღოლიც, რომელიც ამჟამად ერთერთ კლინიკაში მკურნალობს.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი